„დანსკე ბანკის“ ესტონეთის ფილიალის ყოფილი მმართველი, რომელიც ფულის გათეთრების საქმეში იყო გარეული, გარდაცვლილი იპოვეს
„დანსკე ბანკის“ ესტონეთის ფილიალის ყოფილი მმართველი, რომელიც მილიარდობით დოლარის გათეთრების საქმეში იყო გარეული, გარდაცვლილი იპოვეს.
ესტონური მედიის ცნობით, აივარ რეჰემ სავარაუდოდ თავი მოიკლა.
გავრცელებული ცნობით, ყოფილი ბანკირი სახლიდან 23 სექტემბერს გავიდა და აღარ გამოჩენილა. პოლიციაში განაცხადეს, რომ რეჰეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მის მოსაძებნად სპეცოპერაცია დაიწყეს, რომელშიც 50 პოლიციელი და მოხალისეები მონაწილეობდნენ.
რეჰე 2006-2015 წლებში დანიური ბანკის „დანსკეს“ ესტონეთის ფილიალის მმართველი იყო. სწორედ ამ პერიოდში ბანკში მილიარდობით დოლარის საეჭვო ტრანზაქცია დაფიქსირდა.
დანიური მედიის ცნობით, ფულის ნაწილი რუსეთიდან იყო გადარიცხული და სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოჯახს და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ეკუთვნოდა.
აღნიშნულ საქმეზე დააკავეს ბანკის 10 თანამშრომელი, თავად რეხე საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო.