დანიური მედია ლობჟანიძეზე - მან „ორჰუსთან“ შოუ მოაწყო
დანიური მედია ლობჟანიძეზე - მან „ორჰუსთან“ შოუ მოაწყო

საბა ლობჟანიძემ „ორჰუსთან“ ევროტურნირებზე გასასვლელ ფლეი-ოფის ნახევარფინალში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და „რანდერსი“ ევროპის ლიგის საგზურს დააახლოვა.

ქართველი თავდამსხმელი „ორჰუსთან“ შეხვედრის მე-15 წუთზე ეფექტური გოლის ავტორი გახდა. გუნდის ვებგვერდის ცნობით, საბა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

გამოცემა „ტიპსბლადეტ“-მა (tipsbladet.dk) კი ამ შეხვედრას მიუძღვნა წერილი სათაურით – „საუკეთესოები და უარესები“.

„ლობჟანიძემ „ორჰუსთან“ შესანიშნავი შოუ მოაწყო. „რანდერსი“ აშკარად სჯობდა მეტოქეს და მისი ფეხბურთელები კარგად გამოიყურებოდნენ. მაგრამ შეტევითი შესაძლებლობა განსაკუთრებით საბა ლობჟანიძემ გამოავლინა და საბოლოოდ, ეფექტური გოლი გაიტანა. ის საუკეთესო იყო. მისი გოლით მიღებული ემოციებიდან გამოსვლა ძნელია. ეს მიმდინარე სეზონში „რანდერსის“ ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო. ტექნიკურმა შემტევმა შორეულ კუთხეში გაისროლა – ეს იყო მაღალი კლასი“, – წერს დანიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „რანდერსი“ „ორჰუსს“ განმეორებითი შეხვედრაში 26 მაისს „ორჰუსის“ სტადიონზე დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ლიგის საგზურისთვის ჩემპიონატის ლიდერთა ფინალურ ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ გუნდს 31 მაისს დაუპირისპირდება.