დანიური გამოცემა - „ბრონდბიუ“ ლობჟანიძეს ან ამერიკელ საბის აიყვანს
დანიური გამოცემა - „ბრონდბიუ“ ლობჟანიძეს ან ამერიკელ საბის აიყვანს

დანიური გამოცემა „ბტ“-ს ცნობით, დანიის სუპერლიგის გრანდი „ბრონდბიუ“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საბა ლობჟანიძეს ან მის კონკურენტს, ემანუელ საბის აიყვანს.

„სუპერლიგის „ბრონდბიუს“ შეტევის ხაზის გაძლიერება სურს – ახალწვეული უნდა იყოს იაფი, სასურველი ასაკის და გაყიდვის დიდი პოტენციალი ჰქონდეს. დანიური კლუბი აკვირდებოდა „ჰობროს“ ამერიკელ ვარსკვლავს, ემანუელ საბის და „რანდერსის“ ქართველ შემტევ საბა ლობჟანიძეს. ორივე მათგანს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. საბის იწვევენ „მიდტიულანდი“, ერთი ფრანგული კლუბი და განსაკუთრებით მე-2 ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამო“ აქტიურობს. ეს ისტორია შეიძლება დასრულდეს იმით, რომ „ბრენდბიუ“ საბა ლობჟანიძეს აიყვანს“ – წერს დანიური გამოცემა.

ბრენდბიუმ“ საბა ლობჟანიძეს გადასვლა ზაფხულშიც შესთავაზა. მაგრამ მაშინ ტრანსფერი „რანდერსმა“ ჩაშალა, რადგან კლუბში ჩათვალეს, რომ ქართველის ტრანსფერში სასურველ თანხას არ უხდიდნენ.