დანიური გამოცემა - „ბაიერნი“ გრაბარას იმატებს, გერმანელებს მისი ტრანსფერი მამარდაშვილის გამოსყიდვაზე იაფი უჯდებათ #1TVSPORT
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე „ვალენსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ მოლაპარაკებას ასრულებენ. ამ დროს დანიური და პოლონური გამოცემები ამტკიცებენ, რომ გერმანული გრანდის ყურადღება დათა ხოჭოლავას თანაგუნდელზე, „კოპენჰაგენის“ პოლონელ მეკარეზე, კამილ გრაბარაზე შეჩერდა.
მიუნხენის „ბაიერნი“ „კოპენჰაგენის“ მეკარეს განიხილავს
„მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავურ მეკარეს, მანუელ ნოიერს დიდი ხანია, ფიზიკურად პრობლემები აქვს და ამიტომ გერმანელები მისი მემკვიდრის ძებნას იწყებენ. პოლონური მედიის ცნობით, კანდიდატებს შორის კამილ გრაბარაც არის.
იანვარში გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კოპენჰაგენის“ პოლონელი მეკარე მიუნხენის „ბაიერნში“ უნდა ყოფილიყო – როგორც ჩანს, ახლა კავშირი განახლდა. თომას ტუხელის გუნდი მეკარეს ეძებს მას შემდეგ, რაც მანუელ ნოიერი თხილამურებზე სრიალის დროს მძიმედ დაშავდა.
არჩევანი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ კიპერზე, იან სომერზე შეჩერდა. მოლაპარაკება აწარმოეს კასპერ შმეიხელთანაც. იან სომერი 35 წლის ხდება წლის ბოლოს, მანუელ ნოიერი კი 37 წლისაა, რამაც მათ მომავალს ხაზი გადაუსვა.
სწორედ ამიტომ მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში მეკარის შემცვლელს ეძებს. კამილ გრაბარას გარდა, „ვალენსიის“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც განიხილება. თომას ტუხელის სიაში გამორჩეულ პოზიციაზეა „სევილიის“ მაროკოელი მეკარე იასინ ბუნუც. თუმცა, კამილ გრაბარა ალბათ ლა ლიგის ორივე მეკარეზე იაფი იქნება. „კოპენჰაგენი“ 15 მილიონს ითხოვს, როდესაც მამარდაშვილის „ვალენსია“, მინიმუმ, 25 მილიონს. ამგვარად, პოტენციურად შეიძლება „ბაიერნში“ კამილ გრაბარა გადავიდეს, რომელსაც შეუძლია, რამდენიმე სეზონი ისწავლოს მანუელ ნოიერისგან, სანამ ის კარიერას დაასრულებს.
„კოპენჰაგენში“ გატარებული ორი სეზონის განმავლობაში გრაბარა გადაიქცა სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. მან კლუბთან ერთად ორჯერ მოიგო დანიის ჩემპიონატი და თასი, კონტრაქტი კი 2026 წლამდე აკავშირებს“, – წერს დანიური გამოცემა tipsbladet-ი.