დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ოთხი პოლიციელი მოკლა
დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ოთხი პოლიციელი მოკლა

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ოთხი პოლიციელი მოკლა. ინფორმაციას გამოცემა „ფრანს 24“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი პოლიციის ოფიცერია დაშავებული.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, თავდამსხმელი უსაფრთხოების ოფიცერი იყო და ინციდენტის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

პოლიციის პრეფექტურასთან ახლოს მდებარე მეტროსადგური „სიტი“ უსაფრთხოების ზომების გამო დაიხურა. შემთხვევის ადგილზე ცოტა ხანში მივა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანე.