დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომდევნო თვეებში რუსეთისგან ჰიბრიდული ომის ესკალაციას ელოდებიან
დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახური მომდევნო თვეებში რუსეთისგან ჰიბრიდული ომის ესკალაციას ელოდება. ოფიციალური უწყების განცხადებას გამოცემა „როიტერი“ აქვეყნებს.
„დანიის თავდაცვის დაზვერვის სამსახური აფასებს, რომ მომდევნო თვეებში რუსეთი უფრო ხშირი თავდასხმების განხორციელებით კიდევ უფრო გააძლიერებს ჰიბრიდულ ომს დასავლეთისა და ნატო-ს წინააღმდეგ, რაც წარსულში დაზარალებული ქვეყნებისთვის შედარებით უფრო დიდ შედეგებს გამოიწვევს“, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპაში ჰიბრიდულმა ომმა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში თავდასხმა იგეგმებოდა.
შეგახსენებთ, მანამდე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობა რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და კატასტროფა თავიდან შემთხვევით აიცილეს.