დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს მმართველი პარტია თუ არ შეცვლის მოქმედების კურსს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა
საქართველოს მმართველი პარტია თუ არ შეცვლის მოქმედების კურსს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„მოსახლეობის წინააღმდეგობის და საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.