დანიის პარლამენტმა ნიქაბისა და ბურქის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა
დანიის პარლამენტმა ნიქაბისა და ბურქის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ მუსლიმური თავსაბურავების ტარების აკრძალვის შესახებ, რომლებიც სახეს ფარავს.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ნიქაბისა და ბურქის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა პარლამენტის 75 წევრმა.

დანიის მთავრობის მტკიცებით, აღნიშნული ინიციატივა არ არის მიმართული რომელიმე რელიგიის წინააღმდეგ.

კანონი ძალაში პირველი აგვისტოდან შევა. მისი დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 კრონის (დაახლოებით 156 დოლარი) ოდენობით.

ანალოგიური კანონი უკვე მოქმედებს ავსტრიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში.