დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს ტომას კალენბერგს კორონავირუსი დაუდგინდა, – იუწყება „ბრონდბიუს“ ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით dailypress.com.
წყაროს ინფორმაციით, 37 წლის დანიელ ფეხბურთელს კორონავირუსი ამსტერდამში მოგზაურობის შემდეგ აღმოაჩნდა.
ტომას კალენბერგი იზოლაციაში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის.