დანიის დედოფალი მარგრეტე მეორე ტახტიდან გადადგა

22:06, 31.12.2023

დანიის დედოფალი მარგრეტე მეორე ტახტიდან გადადგა. მედიის ცნობით, დედოფალმა საახალწლო მილოცვის დროს გააკეთა განცხადება.

მარგრეტეს ტახტზე კრონ-პრინცი ფრედერიკი შეცვლის.

მარგრეტე მეორე მამის, ფრედერიკ IX გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე 1972 წელს ავიდა.

52-წლიანი მმართველობით, ის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მონარქი იყო ევროპაში.

მსგავსი