დანიელი ფერმერები წაულების მიმართ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ
დანიელი ფერმერები წაულების მიმართ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ

დანიელი ფერმერები წაულების მიმართ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ. ასობით ფერმერებმა დანიის მთავრობის შენობის წინ საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის დედაქალაქის, კოპენჰანგენის გარდა აქციები იყო დანიის ქალაქ ორჰუსშიც.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დანიის მთავრობამ 15 მილიონი წაულას მოკვლის ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც წაულების ფერმებში ახალი კორონავირუსი გავრცელდა.

მთავრობის გადაწყვეტილებას ფერმერების უკმაყოფილება მოჰყვა. დანია უკვე ათწლეულებია წაულას ბეწვის წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში.

ოფიციალური მონაცემებით, ნიდერლანდებში სულ წაულების 140 ფერმაა, რომლებიც ყოველწლიურად საშუალოდ 90 მილიონი ევროს ღირებულების ბეწვის ექსპორტს ახორციელებენ.