დანიელ კარვახალი 18 ნოემბერს „ატლეტიკოსთან“ წინააღმდეგ დაბრუნდება
დანიელ კარვახალი 18 ნოემბერს „ატლეტიკოსთან“ წინააღმდეგ დაბრუნდება

მადრიდის “რეალის” მცველი დანიელ კარვახალი, რომელმაც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დაახლოებით, თვენახევარი გამოტოვა, ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. შეხვედრა 18 ნოემბერს გაიმართება.

გაზეთ Marca-ის ინფორმაციით, კარვახალი რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს გადის და ექიმები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან მის მდგომარეობას.

„მან ვარჯიშების დროს დატვირთვები თანდათან უნდა გაზარდოს, ჩვეულებრივ, აღდგენითი კურსი 4-6 კვირას მოიცავს. ვფიქრობ, ვადა გაიზარდა იმის გამო, რომ დავრწმუნებულიყავით – ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, – აღნიშნა ექიმმა სესარ კესადამ.

დანიელ კარვახალმა ბოლოს 26 სექტემბერს ითამაშა – ჩემპიონთა ლიგაზე “დორტმუნდის” წინააღმდეგ. ამის შემდეგ, მას პერიკარდიტის დიაგნოზი დაუსვეს.