დანიელ ჰაგარი - ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, თუმცა საგანგებო მითითებებში ცვლილებები არ არის
დანიელ ჰაგარი - ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, თუმცა საგანგებო მითითებებში ცვლილებები არ არის

ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ისრაელში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული, თუმცა საგანგებო მითითებებში ცვლილებები არ არის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

ჰაგარის თქმით, ისრაელის საჰაერო ძალებმა გაზარდეს პატრულირება ლიბანის მიმართულებით, „საფრთხის აღმოსაჩენად და შესაჩერებლად“.

„ბოლო დღეებში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენს მტრებს და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით „ჰეზბოლასა“ და ირანს. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ჩვენი მტრების განცხადებებს და ამიტომ მზად ვართ თავდაცვისა და თავდასხმისთვის უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის საგანგებო მითითებებში ცვლილებები ამჟამად არ არის.

„თუ იქნება ცვლილებები, ჩვენ ვაცნობებთ საზოგადოებას რაც შეიძლება მალე, მაგრამ ჩვენი მტრებისთვის სადაზვერვო ან ოპერატიული ინფორმაციის მინიჭების გარეშე“, – აღნიშნა ჰაგარიმ.