დანიელ ჰაგარი - ირანი რეგიონული ესკალაციისკენ ისწრაფვის, ჩვენ კარგად ვართ მომზადებული და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს
დანიელ ჰაგარი - ირანი რეგიონული ესკალაციისკენ ისწრაფვის, ჩვენ კარგად ვართ მომზადებული და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს

ირანის მხრიდან პოტენციური თავდასხმის შესახებ გაზრდილი განგაშის ფონზე სამოქალაქო პირებისთვის ინსტრუქციებში ცვლილებები არ არის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„რაიმე ცვლილება თუ იქნება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას”, – განაცხადა ჰაგარიმ .

მისივე თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ ფხიზლად უნდა იყვნენ, რადგან ისრაელის საჰაერო თავდაცვა არის „ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ არა ჰერმეტული“.

„უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ომში ვიყავით და ყველა არსებულ საფრთხეს გავუმკლავდით. ჩვენი თავდაცვა მზად არის და იცის, როგორ გაუმკლავდეს თითოეულ საფრთხეს ინდივიდუალურად. ჩვენ ასევე მზად ვართ თავდასხმისთვის და გამოვიყენებთ სხვადასხვა საშუალებას, რათა დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

ჰაგარიმ დაადანაშაულა ირანი „ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციაში“ და აღნიშნა, რომ თეირანი ომის დაწყებიდანვე მოქმედებს ისრაელის წინააღმდეგ.

„ჩვენ მათ წინააღმდეგ ვმოქმედებთ ომის დაწყებიდან. ირანი რეგიონული ესკალაციისკენ ისწრაფვის. ჩვენ კარგად ვართ მომზადებული და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს“, – აღნიშნა ჰაგარიმ.