დანიელ ჰაგარი - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 450-ზე მეტი თანამშრომელი ტერორისტული ჯგუფის მებრძოლია ღაზის სექტორში,  ეს არ არის დამთხვევა
დანიელ ჰაგარი - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 450-ზე მეტი თანამშრომელი ტერორისტული ჯგუფის მებრძოლია ღაზის სექტორში,  ეს არ არის დამთხვევა

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 450-ზე მეტი თანამშრომელი ტერორისტული ჯგუფის მებრძოლია ღაზის სექტორში და ამის შესახებ გაერო-ს უკვე შეატყობინეს.

როგორც ჰაგარი აცხადებს, ეს აღარ არის დამთხვევა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, „ჰამასი“ იყენებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად.

„გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 450-ზე მეტი თანამშრომელი არის ტერორისტული ჯგუფის მებრძოლი ღაზის სექტორში. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, ეს არის სისტემური. „ჰამასი“ იყენებს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და იყენებს მათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად. ეს ტერორისტები დასაქმებულები არიან გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში, ისინი იღებენ ხელფასს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იხდის“, – განაცხადა ჰაგარიმ.