დანიაში სარკინიგზო ავარიით ექვსი ადამიანი დაიღუპა
დანიაში სარკინიგზო ავარიით ექვსი ადამიანი დაიღუპა

დანიაში სარკინიგზო ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

შემთხვევა ფიუნისა და ზელანდიის დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა. სატვირთო მატარებელი საპირისპიროდ მოძრავ სამგზავრო შემადგენლობას დაეჯახა.

სატვირთოს მემანქანე შეჯახების თავიდან ასარიდებლად შემადგენლობის შეჩერებას მკვეთრად დამუხრუჭებით შეეცადა, რის შედეგადაც მატარებელზე მყოფმა რვა პირმა დაზიანებები მიიღეს.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.