დანი ალვეშს მუნდიალის გამოტოვება ემუქრება
დანი ალვეშს მუნდიალის გამოტოვება ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა დანი ალვეშმა საფრანგეთის თასის ფინალში „ლე ერბიეს“ (2:0) წინააღმდეგ ტრავმა მიიღო. მატჩის მიწურულს, ბრაზილიელი ტომას მონიემ შეცვალა.

როგორც ბრაზილიური ინტერნეტ-გამოცემა UOL წერს, ამ დაზიანების გამო, 35 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს.

მიმდინარე სეზონში დანი ალვეშმა 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.