დანი ალვეშმა პსჟ-დან წასვლის შესახებ გამოაცხადა
დანი ალვეშმა პსჟ-დან წასვლის შესახებ გამოაცხადა

ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა საკუთარი „ინსტაგრამის“ მეშვეობით გამოაცხადა „პარი სენ-ჟერმენიდან“ წასვლით შესახებ. 36 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი პარიზელებთან 30 ივნისს იწურება.

„დღეს მთავრდება მორიგი ციკლი ჩემს ცხოვრებაში – გამარჯვების, გადაფასებისა და გამოცდილების ციკლი. მინდა მადლობა გადავუხადო „პარი სენ-ჟერმენს“ იმისთვის, რომ საშუალება მომცა მონაწილეობა მიმეღო კლუბის ისტორიის ახალი გვერდის დაწერაში. მადლობა ყველა პარტნიორს იმ წუთებისთვის, რომელიც ერთად განვიცადეთ“, – დაწერა „ინსტაგრამში“ დანი ალვეშმა.

ბრაზილიელი „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წელს, „იუვენტუსიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა ფრანგულ კლუბში და სამი გოლი და რვა შედეგიანი პასი დააგროვა. დანი ალვეში ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო საფრანგეთის თასი და ლიგის თასი.