დანი ალვეში - ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია
დანი ალვეში - ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი დანი ალვეში მიიჩნევს, რომ მისი გუნდი გაცილებით ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, ვიდრე ბევრს ჰგონია. ესპანურ გაზეთ „მარკასთვის“ (Marca) მიცემულ ინტერვიუში ბრაზილიელმა განაცხადა, რომ 1/16 ფინალიდან ზედიზედ ორჯერ გამოთიშვის შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელობამ სწორი ცვლილებები განახორციელა და ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

„იმ მიზნის მიღწევა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ სურს, სულაც არ არის რთული, უბრალოდ განსხვავებული მენტალიტეტი და ქმედებებია საჭირო. წელს მე კარგი წინათგრძნობა მაქვს, რადგან სიტუაცია საგრძნობლად არის გამოსწორებული, თან მოედანზეც მშვენივრად გამოგვდის ყველაფერი“, – ამბობს დანი ალვეში.

მიმდინარე ზაფხულს პარიზულ გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა: უნაი ემერის ნაცვლად ტომას ტუხელი უძღვება გუნდს და 35 წლის ალვეში მისი მუშაობით კმაყოფილია.

„ნამდვილად მომწონს ახალი მწვრთნელი. საოცარი სული აქვს და ბევრი რამ შეცვალა მას შემდეგ, რაც მოვიდა“, – ამბობს ბრაზილიელი, რომელიც ამჟამად მუხლის ტრავმას მკურნალობს და მოედანზე მალე დაბრუნების იმედი აქვს.