დანი ალვეში 39 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს #1TVSPORT
„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვეშმა აღიარა, რომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა სურს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
„მე მიზნებით ვცხოვრობ და ისინი ყოველთვის მოკლევადიანი უნდა იყოს. ჩემი პირველადი ამოცანა იყო – „ბარსელონაში“ დაბრუნება. შემდეგი მიზანია – მსოფლიო ჩემპიონატი, რადგან წინა ტურნირი ტრავმის გამო გამოვტოვე. მონდომებით ვიმუშავებ, რათა დავიმსახურო იქ გამოსვლა. ვიცი, რომ ეს დამოკიდებული იქნება თამაშის დონეზე, რომელსაც აქ ვაჩვენებ“, – განუცხადა ალვეშმა „ბარსელონას“ პრესსამსახურს.
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. იმ მომენტისთვის დანი ალვეში 39 წლის იქნება.