დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა
დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა

დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოში უდიდესი მონაცემთა ბაზა, „ნუმბეო“ ავრცელებს.

მონაცემთა ბაზა, რომლის მონაცემებიც მიმდინარე თვეშია განახლებული, ამბობს, რომ საქართველოში დანაშაულის დონე ძალიან დაბალია.

დანაშაული დონის დასადგენად, მონაცემთა ბაზა იყენებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: სახლების გატეხვა და ნივთების მოპარვა, ძარცვა, ავტომობილების მოპარვა, ავტომობილების გაძარცვა, თავდასხმის საფრთხე, შეურაცხყოფის საფრთხე, ფიზიკური თავდასხმის საფრთხე, კერძო საკუთრების ქურდობა ან ვანდალიზმი, ძალადობრივი დანაშაული, ასევე კორუფცია და ქრთამი.

მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის, საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები უსწრებს. ბოლო ადგილებზე კი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა არიან.