დანა ვაიტმა საბრძოლო კუნძულის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

15:12, 28.06.2020

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიებები გულშემატკივარს 11 ივლისიდან დაუბრუნდება. ბრძოლები აბუ დაბის იასის კუნძულზე შედგება. ივლისის განმავლობაში უკვე დაანონსებულია ოთხი „ქარდი“. 15 და 18 ივლისი ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული დღეებია. UFC-ში მეორე ბრძოლას გამართავს ლიანა ჯოჯუა და პირველი გამარჯვების მოპოვებას რუმინელი დიანა ბელბიტას წინააღმდეგ შეეცდება. 18 ივლისს კი ოქტაგონზე დაუმარცხებელი რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო დაპირისპირებას ხადის იბრაგიმოვთან გამართავს.

დანა ვაიტმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე საბრძოლო კუნძულის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ფოტოში ვხედავთ, იასის კუნძულზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ ღონისძიებები 11, 15, 18 და 25 ივლისს არის ჩანიშნული.

მსგავსი