დანა ვაიტი - თუ კონორი სერონეს დაამარცხებს, მას შემდგომი ბრძოლის გამართვა მასვიდალთან სურს
კონორ მაგრეგორი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს 2020 წლის 18 იანვარს უბრუნდება. ირლანდიელი მებრძოლი ლას ვეგასის „ტი მობაელ“ არენაზე დონალდ „კავბოის“ სერონეს დაუპირისპირდება. ბრძოლა ნახევრად-საშუალო წონით დივიზიონში (welterweight) გაიმართება. გულშემატკივრებს გაუჩნდათ ლოგიკური კითხვა, თუ რატომ დაიგეგმა აღნიშნული დაპირისპირება მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ნაცვლად ნახევრად-საშუალო (welterweight) დივიზიონში. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა რადიოინტერვიუში (101.6-FM) კონორის დაბრუნებაზე ისაუბრა.
„კონორმა მე მითხრა, რომ მას მასვიდალთან ბრძოლა სურს. ასე, რომ იმ შემთხვევაში თუ მან სერონე დაამარცხა, ვფიქრობ ხორხესთან ბრძოლა ძალიან რეალური იქნება“.