დანა ვაიტი – თუ კონორი სერონეს დაამარცხებს, მას შემდგომი ბრძოლის გამართვა მასვიდალთან სურს

12:32, 06.12.2019

კონორ მაგრეგორი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს 2020 წლის 18 იანვარს უბრუნდება. ირლანდიელი მებრძოლი ლას ვეგასის „ტი მობაელ“ არენაზე დონალდ „კავბოის“ სერონეს დაუპირისპირდება. ბრძოლა ნახევრად-საშუალო წონით დივიზიონში (welterweight) გაიმართება. გულშემატკივრებს გაუჩნდათ ლოგიკური კითხვა, თუ რატომ დაიგეგმა აღნიშნული დაპირისპირება მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ნაცვლად ნახევრად-საშუალო (welterweight) დივიზიონში. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა რადიოინტერვიუში (101.6-FM) კონორის დაბრუნებაზე ისაუბრა.

„კონორმა მე მითხრა, რომ მას მასვიდალთან ბრძოლა სურს. ასე, რომ იმ შემთხვევაში თუ მან სერონე დაამარცხა, ვფიქრობ ხორხესთან ბრძოლა ძალიან რეალური იქნება“.

მსგავსი