დანა ვაიტი - ხაბიბ ნურმაგომედოვი ​ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის გამარჯვებულს სექტემბერში დაუპირისპირდება
დანა ვაიტი - ხაბიბ ნურმაგომედოვი ​ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის გამარჯვებულს სექტემბერში დაუპირისპირდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი აცხადებს, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი სექტემბერში იბრძოლებს. დაღესტნელის მეტოქე კი ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის გამარჯვებული მებრძოლი იქნება.

შეგახსნებთ, რომ 9 მაისს ფლორიდაში, ჯექსონვილის არენაზე ტონი ფერგიუსონი დროებითი ტიტულისთვის ჯასტინ გეტჯის დაუპირისპირდება. ESPN-თან ინსტაგრამ ლაივის დროს დანამ ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა.

„ტონისა და ჯასტინის ბრძოლა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი და სანახაობრივი ბრძოლა. მე ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ. ეს იქნება შესანიშნავი ბრძოლა და გამარჯვებული ხაბიბს სექტემბერში უპირობოდ დაუპირისპირდება.“