დანა ვაიტი ადასტურებს, რომ UFC 249 აუცილებლად გაიმართება, თუმცა ხაბიბის გარეშე
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ UFC 249 აუცილებლად 18 აპრილს შედგება და ქარდის შემადგენლობას გულშემატკივრები ხვალ სრულად გაეცნობიან. ვაიტმა ასევე ისიც დაადასტურა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ვაიტი არიელ ჰელვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა. ჰელვანიმ აღნიშნა, რომ ვაიტმა და ვლადიმერ პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას და თითქოს ხაბიბის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა გადაწყვეტილი ამბავი იყო, თუმცა ამაზე ვაიტმა შემდეგი უპასუხა – „ეს ინფორმაცია სიმართელს არ შეესაბამება. ქარდი ჩატარდება, ეს გადაწყვეტილია, თუმცა ხაბიბი ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს“.
ამერიკული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღნიშნულ დღეს ტაირონ ვუდლისა და კოლბი კოვინგტონის ბრძოლა შედგება. ამას სოციალურ ქსელში თავად ტაირონ ვუდლიც ადასტურებს.