დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ავსტრალიის ძველი პარლამენტისა და ეროვნული კარილიონის შენობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

21:02, 26.05.2023

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიის ძველი პარლამენტისა და ეროვნული კარილიონის შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიის ძველი პარლამენტისა და ეროვნული კარილიონის შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებშია განათებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი