დამატებული წუთებით ორი მატჩი ჩატარდებოდა - ვიდეოკამერამ კოლინა უცნაური სიტუაციაში დააფიქსირა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ათასგვარი სტატისტიკა ითვლება. ჯგუფური ეტაპების ბოლოს სტატისტიკოსებმა დაიანგარიშეს და გამოაქვეყნეს გასაოცარი ციფრები – პირველი ტურის მატჩებზე, არბიტრების მიერ დამატებული წუთები, ორ თამაშზე მეტს ეყოფოდა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სათამაშო ტური 16 თამაშს მოიცავს. ფაქტობრივად კი, მატჩების ხანგრძლივობამ 18.5 მატჩი შეადგინა. ყველაზე მეტი დრო ინგლისისა და ირანის მატჩს დაემატა, საერთო ჯამში – 29 წუთი. ყველაზე ცოტა დრო ბრაზილია-სერბეთისა და მაროკო-ხორვატიის შეხვედრებს დაემატა, ეს უკანასკნელი ასევე ყველაზე ხანმოკლე მატჩი იყო – ჯამში მხოლოდ 8 წუთი დაამატეს.
კატარში ფოტოკორესპოდენტებმა და ვიდეოოპერატორებმა ბელგია-კანადის (1:0) მატჩის დროს ფიფას სამსაჯო განყოფილების უფროსი პიერლუიჯი კოლინა უცნაურ ვითარებაში დააფიქსირეს.
მატჩის მიმდინარეობისას კოლინა საპატიო სტუმართა ლოჟაში მარტო იჯდა, არც მობილური ტელეფონით საუბრობდა, არც ყურსასმენი ჰქონდა, მაგრამ ის ვიღაცას ელეპარაკებოდა.
გავრცელებული ცნობებით, ეს კადრი იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც მატჩის არბიტრმა, ზამბიელმა ჯანი სიკაზვემ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და კანადის ნაკრები არ დააჯარიმა.