დამასკოს გარეუბანში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა
დამასკოში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქება სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მოხდა. ჯარამანას რაიონი, სადაც აფეთქება მოხდა, ძირითადად დრუზებით დასახლებული ტერიტორიაა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მიკროავტობუსში წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა.
ცნობისთვის, სირიის დრუზთა თემის გარკვეული დაჯგუფებები ქვეყნის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში იმყოფებიან.