დალია გრიბაუსკაიტე - კალინინგრადთან რუსეთის „ისკანდერები“ ნახევარ ევროპას საფრთხეს უქმნის
დალია გრიბაუსკაიტე - კალინინგრადთან რუსეთის „ისკანდერები“ ნახევარ ევროპას საფრთხეს უქმნის

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე კალინინგრადთან რუსეთის მიერ „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების განთავსების საფრთხის შესახებ საუბრობს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.

„ზუსტად ახლა კალინინგრადში მიმდინარეობს რაკეტების „ისკანდერების“ განთავსება იქ მუდმივი დისლოცირებისთვის. ეს ნიშნავს საფრთხეს არა მხოლოდ ლიტვისთვის, არამედ ნახევარი ევროპისთვისაც“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტე.

როგორც 5 თებერვალს ლიტვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა, რუსეთმა კალინინგრადის ოლქში განათავსა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმირ შამანოვმა.

მისი თქმით, „ისკანდერების“ სამიზნე იქნება რუსეთის საზღვრებთან განთავსებული უცხოური სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთის ამგვარი ნაბიჯი მოსკოვსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის დაძაბულობის განმუხტვას ხელს არ უწყობს.

დატოვე კომენტარი