დალია გრიბაუსკაიტე - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისგან ბევრს არაფერს ველოდები
დალია გრიბაუსკაიტე - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისგან ბევრს არაფერს ველოდები

ნატო-ს სამიტზე სურვილი გამოვთქვი, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე იყოს იმდენად არაპროგნოზირებადი, რამდენადაც შესაძლებელია, – ამის შესახებ პირველ არხს ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ნატო-ს სამიტის ფარგლებში ლიდერებმა გუშინ ისაუბრეს.

„რას ველოდები? ბევრს არაფერს. შეხვედრაზე ჩემი სურვილიც გამოვთქვი, რომ ტრამპი იყოს შეხვედრაზე არაპროგნოზირებადი იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია და უფრო მეტად არაპროგნოზირებადი, ვიდრე ჩვენთან. პუტინი და ტრამპი ორი განსხვავებული, ასე ვიტყოდი, საინტერესოდ განსხვავებული ადამიანია და იმედი მაქვს, რომ ცუდი არაფერი მოხდება“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.