ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის განახლებამდე გუნდები კვლავ მართავენ ერთმანეთში ამხანაგურ შეხვედრებს.
„ფილადელფია“ „დალასს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში სამი ქულის სხვაობით, ანგარიშით 115-118 დამარცხდა. „მავერიკსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით, შვიდი მოხსნით და ექვსი პასით ლუკა დონჩიჩი გამოდგა. კრისტაპს პორზინგისმა 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
„სიქსერსის“ შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი 28 ქულა და 11 მოხსნა ტობაიას ჰარისის ანგარიშზეა. ორმაგი დუბლი გაიფორმა მაიკ სკოტმაც (13 ქულა, 10 მოხსნა).