„დალასმა“ „ფილადელფიას“ ოვერტაიმში მოუგო [ვიდეო]
„დალასმა“ „ფილადელფიას“ ოვერტაიმში მოუგო [ვიდეო]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის განახლებამდე გუნდები კვლავ მართავენ ერთმანეთში ამხანაგურ შეხვედრებს.

„ფილადელფია“ „დალასს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში სამი ქულის სხვაობით, ანგარიშით 115-118 დამარცხდა. „მავერიკსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით, შვიდი მოხსნით და ექვსი პასით ლუკა დონჩიჩი გამოდგა. კრისტაპს პორზინგისმა 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„სიქსერსის“ შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი 28 ქულა და 11 მოხსნა ტობაიას ჰარისის ანგარიშზეა. ორმაგი დუბლი გაიფორმა მაიკ სკოტმაც (13 ქულა, 10 მოხსნა).

სხვა მატჩების შედეგები:

მაიამი – მემფისი 110-128
ფინიქსი – ტორონტო 117-106
ინდიანა – სან ანტონიო 111-118
პორტლენდი – ოკლაჰომა 120-131
ჰიუსტონი – ბოსტონი 137-112