დაკომპლექტებულია სამი კალათი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბოლო მატჩების წინ ცნობილია სამი კალათის შემადგენლობა ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის.
I კალათი – რეალი, აინტრახტი, მანჩესტერ სიტი, მილანი, ბაიერნი, პსჟ, პორტუ, აიაქსი;
II კალათი – ლივერპული, ჩელსი, ბარსელონა, იუვენტუსი, ატლეტიკო, სევილია, ლაიპციგი, ტოტენჰემი;
III კალათი – დორტმუნდი, ზალცბურგი, შახტარი, ინტერი, ნაპოლი, ბენფიკა, სპორტინგი, ლევერკუზენი;
IV კალათი – მარსელი, ბრიუგე, სელტიკი, პლზენი, მაკაბი (ჰ);
ოთხშაბათის მატჩების შემდეგ, გაირკვევა ჯგუფური ეტაპის ბოლო სამი მონაწილე: „ეინდჰოვენი“ მიიღებს „რეინჯერსს“ (პირველი მატჩი – 2:2), „ტრაბზონი“ „კოპენჰაგენს“ (პირველი მატჩი – 1:2), ზაგრების „დინამო“ „ბოდო გლიმტს“ (პირველი მატჩი – 0:1).
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 25 აგვისტოს გაიმართება.