დაკარგული შანსების ტური - ლიდერთა ფრეები კონკურენტთა სასარგებლოდ
დაკარგული შანსების ტური - ლიდერთა ფრეები კონკურენტთა სასარგებლოდ

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-14 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა ითამაშეს და გამარჯვებული ვერც ერთ შეხვედრაში გამოვლინდა.

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე მეორეადგილოსანმასამგურალმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა, რომელიც მეექვსე ადგილზეა და ვერაფერი მოუხერხა – ფრე 0:0. ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ „სიონმა“ „გაგრა“ მიიღო და თამაში კარგად დაიწყო – მე-14 წუთზე სტუმართა კარი ვაჟა ლომაშვილმა აიღო. „გაგრამ“ თამაშის ბოლოს მდგომარეობა გამოასწორა, 79-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მცველმა გია ჩადუნელმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება: „რუსთავი“ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს, ხოლო „სპაერის სტადიონზე“ დუშეთის „არაგვი“ ზუგდიდის „დინამოს“ მიიღებს.

ტურის ერთი შეხვედრა კი კორონავირუსის გამო გადადებულია – 25 ნოემბერს გაიმართება თბილისის „შევარდენი 1906“-ისა და ლიდერის, ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრა.

სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: „სამგურალმა“ 23 ქულა დააგროვა და „შუქურასთან“ (27) ჩამორჩენა მინიმუმამდე ვერ შეამცირა, „გაგრა“ (21) თავის მხრივ წყალტუბოელებს ვერ დაეწია, ხოლო „სიონმა“ (19) და „ვიტ ჯორჯიამ“ (17) მარტვილის „მერანის“ (19) გადასწრების შანსი ვერ გამოიყენეს.