დაინტერესებული პირები A კატეგორიის ტაქსის ნებართვის ყიდვა-გაყიდვას და იჯარით მიღებას შეძლებენ
დაინტერესებული პირები A კატეგორიის ტაქსის ნებართვის ყიდვა-გაყიდვას და იჯარით მიღებას შეძლებენ

2023 წლის 20 მარტიდან შეწყდება არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემა და მისი მოპოვება შესაძლებელი იქნება შესყიდვით ან იჯარის უფლებით იმ ფიზიკური პირისგან, ვინც ასეთ ნებართვას ფლობს, – ამის შესახებ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

ნებართვის შესყიდვის ან იჯარით მოპოვებისთვის ტაქსის ნებართვის ბაზარი შეიქმნება. ბაზარზე ნებართვების შესყიდვას არა მარტო ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც შეძლებენ.

ზემოაღნიშნული შესაძლებლობა ელექტრონულ სისტემაში – taxi.tbilisi.gov.ge იქნება შესაძლებელი.