ბრიტანულმა გაზეთმა, DailyMail-მა „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ინგლისის ჩემპიონატის ლიდერის TOP10-ში ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძეც მოხვდა.
„1995 წელს, როცა ქინქლაძე „სიტის“ რიგებში გადავიდა, ინგლისური კლუბი ვერ ბრწყინავდა. შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და 1998 წელს გუნდმა პრემიერლიგა დატოვა. ამის მიუხედავად, ქინქლაძე იმ გუნდში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო“, – წერს გამოცემა.
„სიტის“ ყველა დროის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: კოლინ ბელი, მაიკ დოილი, ვენსან კომპანი, ბერტ ფრენკ სვიფტი, ბერტ ტრაუტმანი, იაია ტურე, დავიდ სილვა, მაიკლ სამერბი, გიორგი ქინქლაძე, სერხიო აგუერო.