დაფინანსების დროებით შეწყვეტის გამო, ტრამპი შესაძლოა, დავოსში ვერ გაემგზავროს
დაფინანსების დროებით შეწყვეტის გამო, ტრამპი შესაძლოა, დავოსში ვერ გაემგზავროს

აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით შეწყვეტის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, – შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელმა მიკ მალვეინიმ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

19 სექტემბერს აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი ვერ დაამტკიცა. ამის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ვიზიტი გააუქმა, სადაც მას ინაუგურაციის ერთი წლისთავი უნდა აღენიშნა.

დავოსში ეკონომიკური ფორუმი 23-26 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი შვეიცარიაში გამგზავრებას ოთხშაბათს გეგმავდა.

ტელეკომპანია CNBC-ის ინფორმაციით, 2000 წელს ბილ კლინტონი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. ფორუმს არ დასწრებიან არც მისი შემცვლელები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.