დაესწრებიან თუ არა პრემიერი და მინისტრები პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას, მმართველი გუნდის სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდება

18:55, 04.04.2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, დაესწრებიან თუ არა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლას.

როგორც პირველ არხს თალაკვაძემ განუცხადა, რადგანაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი უკვე შეთანხმებულია, მმართველ გუნდში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე 2 მაისის პლენარული სხდომა დაიგეგმება.

„პრეზიდენტი წლიური ანგარიშით 2 მაისს გამოვა. ჩვენ მზადებას ვიწყებთ, რომ ფორმატი და ის შესაძლებლობები განვიხილოთ, რომელიც პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით არსებობს. მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესი, რომ ყველა თემა განხილული იყოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი