დადიანის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს
დადიანის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა მოხდა დადიანის ქუჩაზე. გადასასვლელ ხიდთან „ავერსის“ აფთიაქი დააყაჩაღეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფთიაქში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა, სავარაუდოდ გარკვეული თანხა წაიღო და ადგილიდან მიიმალა.

აფთიაქის თანამშრომლები ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.