დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ- ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა.

შსს-ის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი და აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დიანა როსტიაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.