დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ მთავარ გუნდში ვარჯიშობს - ქართველი ნახევარმცველის საკითხი მალე გადაწყდება #1TVSPORT
დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზეს“ მთავარ გუნდში ვარჯიშობს - ქართველი ნახევარმცველის საკითხი მალე გადაწყდება #1TVSPORT

პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ლიდერი დაჩი ლორთქიფანიძე სერია B-ს „კრემონეზესთან“ ერთად შეკრებაზეა და დარჩება თუ არა გუნდში, მალე გადაწყდება.

19 წლის ნახევარმცველი „დინამო თბილისის“ აკადემიაში, „საბურთალოსა“ და „იმედში“ ირიცხებოდა, ცხრა წლის წინ კი ოჯახთან ერთად იტალიაში გადავიდა და ჯერ „ატალანტას“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი – „კრემონეზეში“.

დაჩი კრემონელების 19-წლამდელთა გუნდის კაპიტანია და მთავარ გუნდში გასულ სეზონშიც ვარჯიშობდა, მაგრამ ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

ქართველი ფეხბურთელის სურვილია, სეზონი მთავარ გუნდში ჩაატაროს და არა – სარეზერვოში. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, მან „კრემონეზე“ დატოვოს. ფეხბურთელის შეძენით გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენლებიც ინტერესდებიან.

ამ მომენტისთვის დაჩი ლორთქიფანიძის მენეჯერი არკვევს, რამდენად სერიოზულია „კრემონეზეს“ გეგმები ფეხბურთელთან დაკავშირებით და მისი საკითხიც მალე გადაწყდება.