დაჩი ჭოლაძე პრემიერთან შეხვედრაზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა, თუ როგორ შეიძლება, სხვა კომპანიებმა იმავე გზის გავლა შეძლონ
დაჩი ჭოლაძე პრემიერთან შეხვედრაზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა, თუ როგორ შეიძლება, სხვა კომპანიებმა იმავე გზის გავლა შეძლონ

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცედენტი, რაც „პულსარმა” შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატორია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა, – ამის შესახებ Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, დაჩი ჭოლაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დაჩი ჭოლაძის თქმით, „პულსარის“ გუნდმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია.

„შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან. ვისაუბრეთ ჩვენს ისტორიაზე, როგორ მოვიდა „პულსარი“ დაარსებიდან ამ წარმატებამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აზრების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხვა კომპანიებმა შეძლონ იგივე გზის გავლა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს პრეცედენტი, რაც „პულსარმა“ შექმნა დღეს, დიდი სტიმული და მოტივატორია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაახლოებით იგივე სფეროში, იგივე საქმიანობას ეწევა. რაღაც მხრივ, „პულსარის“ გუნდმა დაამტკიცა ის, რომ შესაძლებელია საქართველოდან შექმნა გლობალური კომპანია და მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრი კარგი გუნდი არსებობს საქართველოში, რომელსაც შეუძლია არა ნაკლები და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი აზრები მოისმინეს, თუ როგორ შეიძლება, რომ ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს“, –  აღნიშნა დაჩი ჭოლაძემ.