დაბრუნება მშობლიურ კლუბში - გოშთელიანი „საბურთალოში“ ითამაშებს #1TVSPORT
დაბრუნება მშობლიურ კლუბში - გოშთელიანი „საბურთალოში“ ითამაშებს #1TVSPORT

კონფერენს ლიგის თამაშებამდე „საბურთალოში“ გურამ გოშთელიანი დაბრუნდა – მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა. ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ფეხბურთელი რამდენიმე დღეა დედაქალაქურ კლუბში ვარჯიშობს. გოშთელიანი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და 2020 წლამდე ამ გუნდის ღირსებას იცავდა. თბილისური კლუბის შემადგენლობაში 39 გოლი გაიტანა. 25 წლის ფორვარდს „საბურთალოსთან“ ერთად მოგებული აქვს პირველი ლიგა (2015), ასევე ეროვნული ლიგისა (2018) და სუპერთასის (2020) გამარჯვებულია.

გოშთელიანის ბოლო კლუბი „თელავი“ იყო, რომელიც ორიოდე დღის წინ დატოვა. 25 წლის თავდამსხმელი „თელავს“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.

გურამ გოშთელიანმა კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო. ასევე უთამაშია გორის „დილაში“ და ბულგარულ „პირინში“, ხოლო „თელავში“ 2022 წლის დასაწყისიდან თამაშობს და გუნდის ფორმით ეროვნულ ლიგაში 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „საბურთალოში“ დაბრუნებული თავდამსხმელი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების (17, 19, 21-წლამდელი) წევრი და ლიდერი.