დაბრუნება ათი წლის შემდეგ - ლეგენდარული ბრაზილიური ჯგუფი Sepultura კვლავ საქართველოშია
ცნობილი ბრაზილიური მეტალ-ბენდი Sepultura დასამშვიდობებელი ტურის ფარგლებში საქართველოს ეწვია.
ლეგენდარული ბენდი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა და ისეთი ჯგუფების მსგავსად, როგორებიც არიან Metallica, Slayer, Megadeth, Overkill, Testament მეტალ-მუსიკის ახალი ჟანრების ჩამომყალიბებლად ითვლება.
ჯგუფმა მსოფლიოს თავი გააცნო ისეთი ჰიტებით როგორებიცაა Attitude, Kaiowas, Refuse/Resist, Territory Arise, Ratamahatta, Roots Bloody Roots და სხვები.
სხვა ცნობილი ჯგუფებისგან განსხვავებით, Sepultura ხშირად იყენებს ლათინურ და აფრო-ბრაზილიურ რიტმებს, ბენდის შემოქმედებაში მკვეთრად ჩანს სამხრეთ ამერიკელი აბორიგენების მუსიკალური შემოქმედებისადმი დიდი პატივისცემა. ბენდის ვიდეო კლიპებში ხაზგასმულია ინდიელების კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და გამორჩეული ესთეტიკა.
ჯგუფი თბილისში 10 წლის წინაც იმყოფებოდა და Elektrowerk-ში ლაივ-შოუს დროს, ბენდის წევრებმა გაიხსენეს ის თბილი დახვედრა, რომელიც მაშინ ფანებმა მოუწყვეს.
შემდეგ კონცერტს ჯგუფი ბათუმში გამართავს.