დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინერი“ პანდემიის შედეგად რეკორდულად დაზარალდა

11:27, 27.07.2020

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ „რაინერი“ პანდემიის შედეგად რეკორდული ზარალი მიიღო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფინანსური ზარალი 185 მილიონ ევროს აღწევს.

„წინა კვარტალი კომპანიის 35-წლიან ისტორიაში ყველაზე რთული გამოდგა. „კოვიდ-19“-ის გამო, ავიაკომპანიის თვითმფრინავების უმეტესობას 4 თვის განმავლობაში არ უფრენია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა შეზღუდვები დააწესეს მოგზაურობაზე და გამოაცხადეს კარანტინი“, – აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ დღეს მათთვის ყველაზე საშიში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღაა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

მსგავსი