დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, „ფაიზერის“ მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ
დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, „ფაიზერის“ მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ.

„ჯავშნის გასაკეთებლად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე – 15 22. მოქალაქეებს შეუძლიათ, დაჯავშნონ ადგილი „ფაიზერის“ მეორე დოზის მისაღებად, რისთვისაც უნდა ჰქონდეთ ჩატარებული პირველი დოზით აცრა. აუცილებელია, ჯავშანი გააკეთოთ იმავე კლინიკაში, სადაც ჩაიტარეთ პირველი აცრა. აუცილებელია, ჯავშანი გააკეთოთ პირველი აცრიდან 21-23 დღიან შუალედში და არ ჩაეწეროთ 20 დღიანი ინტერვალის გასვლამდე. გთხოვთ, შეინახოთ ჯავშნის კოდი, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში გამოგადგებათ „კოვიდ -19“-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის გასააქტიურებლად“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი