დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში 21 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, ყველა უარყოფითია

11:15, 17.04.2020

ლუგარის ლაბორატორიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში 21 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და 21-ვე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებიდან და კარანტინის სივრციდან საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც გაიგზავნება, რომლის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

კახეთში ათამდე გაიზარდა საკარანტინო სივრცის რაოდენობა, სადაც 675 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი