დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის სამმართველო შეიქმნა
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის სამმართველო შეიქმნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ერთიანი ჯანმრთელობის სამმართველო შეიქმნა, რომელიც ცხოველებსა და ადამიანებში გავრცელებულ დაავადებებზე იმუშავებს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ერთიანი მიდგომა ისეთ დაავადებებზე, რომელიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის მნიშვნელოვანია. საუბარია, ცოფზე, ჯილეხზე და სხვა დაავადადებზე.

„ერთიანი ჯანმრთელობა, ეს გახლავთ შედარებით ახალი მიმართულება ჯანმრთელობის დაცვაში, რომელიც გულისხმობს, ცხოველთა და ადამიანთა ჯანმრთელობის ერთიან მიდგომას. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი დაავადება ადამიანზე გადადის ცხოველიდან. მაგალითად, ცოფი, ჯილეხი და ბევრი კიდევ სხვა. ამიტომ თანამშრომლობას ვეტერინარიისა და ადამიანის ჯანმრთელობის სექტორს შორის 21-ე საუკუნეში ექცევა ძალიან დიდი ყურადღება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.