დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ ადასტურებენ ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ ადასტურებენ ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

ამირან გამყრელიძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურმა განუცხადა.

ცენტრში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.

გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ გაავრცელა და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის მინისტრსა და ამირან გამყრელიძეს შორის არსებული დაპირისპირებაა, რასაც ცენტრში ასევე უარყოფენ.